ხობში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის სასამართლომ ხობში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

თავად აქირთავა დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის გაცხადებით, აქირთავა თავს დამნაშავედ არ ცნობს.

უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

ირაკლი აქირთავას ბრალად სს კოდექსის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედება.

50 წლის მამაკაცი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 24 წლის ნათესავმა დანით პირველ თებერვალს დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში ოპერაციისას გარდაიცვალა.

ბრალდებულმა გაქცევისას ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა მეზობელ ქალსაც, რომელსაც ასევე სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი