ხობის “კოლხეთის” 15-ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობის “კოლხეთის” 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ააიპ “ხობის კოლხეთის” ხელმძღვანელის ბეჟან ფიფიას ინფორმაციით, ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან.

მისივე თქმით, გუნდმა ბოლო მატჩი სამი დღის წინ გორში გამართა.

კოვიდტესტზე პასუხს “კოლხეთის” კიდევ ხუთი ფეხბურთელი ელოდება.

გუნდის დანარჩენი წევრები და მწრთვნელები თვითიზოლაციაში არიან გადასული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი