ხობში 2,5 მილიონიანი სპორტკომლექსი შენდება

ხობის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, ამჟამად ყოფილ კინო-თეტრ „თუთარჩელას“ ცალკეული ფლიგელების  დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, სწორედ ყოფილი კინო-თეატრის ადგილზე განთავსდება ახალი სპორტკომპლექსი.

ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია ჭიდაობის, კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების, საუნას, სამედიცინო ოთახების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.

სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე იმდინარე სამუშაობის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის გამგებელთან გოჩა ქაჯიასთან ერად დაათვალიერა. გუბერნატორი მშენებელს შეხვდა და დეტალურად მოისმინა ოთახებისა და სხვადასხვა სპორტული დარბაზების განთავსების ადგილები.

„ხობს აქამდე სპორტკომპლექსი არ ჰქონდა, ახალგაზრდებს სამწუხაროდ დღემდე არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ნორმალურ პირობებში ევარჯიშათ, მაგრამ ეს პრობლემა მალე მოგვარდება და ხობს ექნება თანამედროვე სპორტ კომპლექსი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე ინვენტარითა და დარბაზებით“ – აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება  2 მილიონ 500 ათასი ლარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი