ხობში მამაკაცის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 108-ე (განზრახ მკვლელობის) და 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლებით წარედგინა.

50 წლის მამაკაცი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 24 წლის ნათესავმა დანით პირველ თებერვალს დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში ოპერაციისას გარდაიცვალა.

ბრალდებულმა გაქცევისას ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა მეზობელ ქალსაც, რომელსაც ასევე სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი