ხობში მდინარე ყორათზე ახალი ხიდი აშენდა

ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.

მდინარე ყორათზე აშენებული ახალი ხიდი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლბთან ერთად დაათვალიერა.

არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.

აშენდა ასევე ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და  მისმა ღირებულებამ 1 677 000 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში 22 ადამიანი დასაქმდა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი