ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ორი მამაკაცი დააკავეს. ორივე მათგანი ხობის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.
როგორც “Newsportal.ge”-ს ადგილობრივებმა აცნობეს, დაყაჩაღებულ მამაკაცს იარაღი საკუთარ ავტომობილში ჰქონდა, საიდანაც დაყაჩაღების შემდეგ გაისროლა, რა დროსაც ორიდან ერთ-ერთი მამაკაცი დაიჭრა.
საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული. სხვა დეტალები უცნობია.