ხვალ პრემიერ-მინისტრი სამეგრელოს ესტუმრება

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 25 ივნისს სამეგრელოს სტუმრობს. პრემიერი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ცემენტის ქარხნის შენებლობის დაწყების ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც სენაკშივე მარულას ღონისძიებას დაესწრება.

გიორგი კვირიკაშვილი ხვალვე აბაშაში ახალ საკონდიტრო საწარმოს დაათვალიერებს, მოგვიანებით კი სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის სარემონტო სამუსაოებს გაეცნობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი