ორმა ნიღბიანმა პირმა ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი დააყაჩაღა.
მეზობლების ინფორმაციით, წაღებულია 2000 ლარი.
შსს-ში განმარტავენ, რომ საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.