ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს – ჯეიმს აპატურაი

ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს.

“მნიშვნელოვანია, რომ არსებობს დიალოგი, რომლის მიზანიც შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის პოვნაა. მამხნევებს ინფორმაცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოში არსებობს ძლიერი და სიცოცხლით სავსე დემოკრატია, რაც ერთხელ კიდევ უნდა გამოჩნდეს კონსენსუსის მიღწევის გზაზე“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი