სალომე ზურაბიშვილი – ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიცარის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის„ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე შეკრებილებს.

მისი თქმით, საქართველო არ არის ტიპური აზიური ქვეყანა, სადაც ქალები დაჩაგრულები არიან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი ძლიერი ქალია, თუმცა ისინი პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის კამპანია, რაც დღეს ყველამ ერთად გავიარეთ, შეიძლება იყოს ერთგვარად იმის ახსნა, რატომ არ არიანქალები ჩართული პოლიტიკაში ისე, როგორც უნდა იყვნენ. განვლილ რამდენიმე კვირაზე რომ დავფიქრდი, მივედი დასკვნამდე – მე რომვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი. ან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის,კვირის შემდეგ ჩავთვლიდი, რომ ეს ალბათ ძალიან დიდი და მძიმე ტვირთია. შეიძლება, ვერ გამებედა, რადგან ამ ქვეყანაში ბიჭი რომგეზრდება, როცა იმას ისმენს, რასაც ამბობდნენ ამ პერიოდში, ალბათ ძალიან ძნელია ქალისთვის, რომ ამას გაუძლოს. მაგრამ ამავე დროს, ვარძალიან დიდი იმედით. ჯერ ერთი, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდიძალაა ჩემთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალი პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე იქნება ვალდებული.

„სწორად ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ ისე, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. მივუახლოვოთ იმ იდეალს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენიამომავალი ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი საქართველო. ეს არის ყველა ის დარგი და ფუნქცია, რომელიცპრეზიდენტს ეკისრება ახალი კონსტიტუციის მიხედვით. პრეზიდენტს აქვს ძალიან ბერი საქმე, თუ სერიოზულად მიიღებს მას და არჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს.

მინდა, რომ საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, სამართლიანი და ქართული საზოგადოება. ეს დამოკიდებულიაბევრ რამეზე, მაგალითად პედაგოგებზე. განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება. განათლება პირველ რიგში, ნიშნავსმასწავლებლებისა და პედაგოგების პატივისცემას. ის ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ იყო დაფუძნებულისწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი