ყველაფერი არის ჩემი პასუხისმგებლობა, დაწყებიდან დასრულებამდე – გიორგი გახარია

“ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე”, – ამის შესახებ შს მინისტრმა 20 ივნისის ღამის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ის მიჯნავს პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას და მიუღებლად მიაჩნია, როდესაც საზოგადოების ნაწილი პოლიციას სახალხო სასამართლოს უწყობს.

მისი თქმით, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა. მინისტრი ამბობს, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, როცა ხდებოდა შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე.

“ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, პოლიციელებს მათ შორის, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურებია რ დაწყებულა ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული შესაბამისად საზოგადოების მხრიდანაც.ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ რა თქმა უნდა მე, მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად , ვთვლი,რომ პოლიციამ გამოიყენე ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც არის გამოსაძიებელი, ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს ვარ აქვს და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ბულინგის სახით ცდილობს მოუწყოს სასამართლო. დაუშვებელია შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ასევე დაუშვებელია იმ ადამიანების ბულინგი და თავდასხმა, რომელიც ცდილობს ეს ინსტიტუტები და კონსტიტუცია დაიცვან”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი