ზაზა გახელაძე თავისუფალია

დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი, – ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმაზაზა გახელაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – განაცხადა გახელაძემ.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი