ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ის მზად არის ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, შუამავლების გარეშე დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით.

“რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების საკითხი ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება, ბევრი ადამიანი დაიღუპა. როდესაც ამ ადგილების დეოკუპაციას ვახორციელებთ, ვხედავთ ჩაგვრის, წამების, სიკვდილით დასჯის და განადგურების კვალს, რაც დარჩა რუსი სამხედროებისგან. ეს ართულებს მოლაპარაკებას. როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ პუტინთან სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ მასთან, შუამავლების გარეშე – დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით,”- აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთის, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება დიმიტრი პესკოვმაც გაავრცელა. როგორც კრემლის სპიკერი აცხადებს, რუსეთი უარს არ ამბობს პუტინის შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მაგრამ აქვე აღნიშნავს რომ მოლაპარაკებების ჩატარება მომზადების გარეშე შეუძლებელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი