ზელენსკი ტრამპს სთხოვს უკრაინაში ჩავიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოუწოდა, რომ მოლაპარაკებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინას ეწვიოს.

„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, განსაკუთრებით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჩამობრძანდით და შეხედეთ ხალხს, მოქალაქეებს, მეომრებს, ეკლესიებს, ბავშვებს. ჩამობრძანდით, შეხედეთ და მაშინ ვიმოქმედებთ, თუ როგორ დავასრულოთ ომი გეგმის მიხედვით. თქვენ გაიგებთ, თუ რა ქნა პუტინმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამწუხაროდ, აშშ-ში რუსული ნარატივი იმარჯვებს.

„როგორ შეიძლება, ხედავდე ჩვენს დანაკარგებსა და ტანჯვას, გესმოდეს, რას აკეთებენ რუსები, და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი არ არიან აგრესორები, რომ მათ არ დაიწყეს ეს ომი? ეს მიუთითებს რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენაზე ამერიკაზე, პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის აზრით, ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უნდა იყოს უკრაინის მხარეს.

„მე ვფიქრობ, არასწორია, რომ ამერიკას სურს, იყოს ნეიტრალური“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო: 1tv

კომენტარები

დატოვე კომენტარი