უკრაინამ რუსეთთან ომში დაკარგა 100 000 ჯარისკაცი, 13 000 მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენი ხალხი ყველაზე მაღალ ფასს იხდის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 13 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს 600-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავს დაესხა 1 700 საგანმანათლებლო დაწესებულებას და 780 სამედიცინო დაწესებულებას.

„ჩვენი ხალხი ყველაზე მაღალ ფასს იხდის. უფრო მაღალი ფასი არ არის. მთელი ფული გავეცით – ყველაფერი, რაც გვაქვს ფინანსურად, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ გავეცით ჩვენი ხალხის სიცოცხლე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი