მესტიის მუნიციპალიტეტში 150 ავარიული კოშკია, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა აცნობა.
მისი თქმით, სახელმწიფომ მხოლოდ 50 კოშკის რეაბილიტაცია შეძლო, 150 კი კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია, რადგან შესაბამისი სამუშაოები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად უშგულში ერთი კოშკი ჩამოინგრა, ნანგრევებმა კი მის გვერდით მდგარი მაჩვიბიც დააზიანა.
ამ კონკრეტულ შემთხვევასთან და ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სხვა სვანურ კოშკებთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებს