ზუგდიდი ყველაზე სუფთა ქალაქად დაასახელეს

თბილისში, პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III’’ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ,,სუფთა რეგიონი’’-ს დაჯილდოების ღონისძიებაზე, ყველაზე სუფთა ქალაქად ზუგდიდი დასახელდა.

ნომინაციაზე ყველაზე ,,სუფთა სოფელი’’ სოფელი ორსანტია გახდა, ხოლო ,,ლამაზი ეზო’’ დასახელდნენ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანიდან პაატა გოგელიას და მერაბ ჭკადუას ეზოები, ასევე ზუგდიდიან გაიმარჯვა კახა დარასელიას ეზომ. საქართველოში საუკეთესო დასუფთავების ცენტრის ხელმძღვანელად „ზუგდიდდასუფთავებას“ უფროსი ნუგზარ მალაშხია დასახელდა.

კონკურსი ,,სუფთა რეგიონი’’ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ის ხუთ ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოევლინა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, სოფელი და ლამაზი ეზო. ამ ეტაპისთვის კონკურსი დასრულდა და მის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდი ეხლაც და მომავალშიც იყოს ყველაზე სუფთა და წარმატებული მუნიციპალიტეტი, ამისთვის კი ძალისხმევას არ დავიშურებთ. ზუგდიდი ყოველთვის იქნება მისაბაძი“-აღნიშნა დაჯილდოებაზე ლაშა გოგიამ.

პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა lll ’’ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს,საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისის’’ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი