ზუგდიდელმა ახალგაზრდამ მეგრული ენის გადასარჩენად ონლაინ ლექსიკონი შექმნა

ზუგდიდელმა ახალგაზრდამ, პირველი  ქართულ-მეგრული ონლაინ ლექსიკონი შექმნა. ონლაინ-ლექსიკონის ავტორი თქმით, ლექსიკონის შექმნა მიზნად მეგრული ენის პოპულირიზაციას ისახავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლექსიკონი 120,000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს.

ბიჭიკო კოდუა პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით. ამ ეტაპზე ესტონეთში, ტალინში სწავლობს. ის ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერუსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი