ზუგდიდი 26 მაისის აღსანიშნავად გრანდიოზულად ემზადება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე ზუგდიდში, გრანდიოზულად აღინიშნება. ზვიად გამსახურდიას გამზირზე მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები. გაცოცხლდება 1918 წლის ზუგდიდი, მოეწყობა რეტრო და თანამედროვე სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვნების, გართობის, შემეცნების და სპორტის სივრცეები. მოეწყობა ხელთნაკეთი ნივთების და თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა,

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო გამსახურდიას გამზირის ორივე მხარეს ზუგდიდის მერიის ლოკაციები. დღესასწაულს გალა კონცერტი დახურავს, რომელიც  19:30 საათზე დაიწყება.

მოსამზადებელ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაეცნო და ღონისძიების ორგანიზატორებისგან მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი