ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ კახათში ავტოავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.