ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის სტაბილური და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის დაგეგმილია 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზ „ჩხოუშია“-ს რეაბილიტაცია.
“ენერგო- პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, სამუშაოები შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან. პირველი ეტაპის სამუშოები დაიწყება 26 იანვარს, შაბათს, რის გამოც 10:00საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ქ.ზუგდიდში ცენტრალური ნაწილს. ქუჩებს: რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, რ.თაბუკაშვილის, ზ.გამსახურდიას, ერისთავის და მიმდებარე ტერიტორიებს. ასევე, ტუბდისპანსერს. სოფლებს: ჭითაწყარი, ინგირის ნაწილს და ოირემეს.
კომპანიის ინფორმაციითვე, ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით, ხოლო აღნიშნული სამუშოების განხორცილების შედეგად გაუმჯობესდება ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება და გაიზრდება ენერგომომარაგების ხარისხი.