ზუგდიდის მერია დაზიანებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს

ზუგდიდის მერია, თავისუფლების  მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს. 

შადრევნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე   ტენდერი  გამოცხადებულია.

დღევანდელი მდგომარეობით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის შემცველია, ვიზუალურადაც შელახულია. მისი არქიტექტურული ნაწილიც  საჭიროებს რესტავრაციას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი