ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სვანეთის სოფელ ხაიშიდან ზუგდიდისკენ მიმავალი ოპელის მარკის ავტომობილი, რომლითაც ოთხი ახალგაზრდა მგზავრობდა, ხეს დაეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავარდა.

ადგილზე დაიღუპა 22 წლის ახალგაზრდა, ხოლო სამი პირი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი