ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კილომეტრზე, ენგურჰესის მონაკვეთთან, მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე (ენგურჰესთან) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად. აღნიშნულ მონაკვეთზე, საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენისურად გრძელდება.