ზუგდიდი-თბილისის მატარებელი, ავჭალის მონაკვეთზე, ლიანდაგზე მძინარე კაცს დაეჯახა. კაცი სასწარფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის გამო მატარებელი დაახლოებით 2 საათია გაჩერებულია. უცნობია, როდის აღდგება მგზავრობა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობა.