ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება

12 აპრილიდან, ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ განაახლებს ფუნქციონირებას, ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

,,როგორც მოგეხსენებათ, კვირის დასაწყისში, ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი დაიხურა იქ არსებული ცუდი ჰიგიენური ნორმების და რეკომენდაციების დაუცველობის გამო.შესაბამისად, ერთი კვირის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართული, რათა მოწესრიგებულიყო ბაზარში არსებული სიტუაცია.

დღეის მდგომარეობით ძირითადი რეკომენდაციები რაც იქნა გაცემული ბაზრის ადმინისტრაციისთვის შესრულებულია და ხვალიდან ცენტრალური სუპერმარკეტის ნაწილი ფუნქციონირებას განაახლებს. საუბარია მთავარ შენობაზე და იმ ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზება. აღნიშული ტერიტორია დამუშავდა სპეციალური ხსნარით, ასევე სისტემატურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, დამონტაჟდა სხვადასხვა დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებები, მოეწყო დეზობარიერები. პერსონალი, ვინც უშუალოდ პროდუქტის რეალიზებაშია ჩართული იქნება მაქსიმალურად დაცული. მოქალაქეები ბაზრის ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით შევლენ. ბაზარში შევა მხოლოდ ის რაოდენობა მომხმარებლების, რა რაოდენობითაც შესაძლებელი იქნება დისტანცირების დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება. სხვა მომხმარებლებს მოცდა ბაზრის მიღმა შეეძლებათ, რა თქმა უნდა იქაც შესაბამისი დისტანციის დაცვით.

ბაზრის ფუნქციონირება მკაცრად გაკონტროლდება ჩვენი ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ისევ გავატაროთ მკაცრი ზომები და მაქსიმალირად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რაცა ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი