ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქალაქ ზუგდიდს საკუთრებაში გადაეცა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ეკონომიკის სამინისტროსგან ქალაქ ზუგდიდს გადაეცა. “newsportal.ge”-ს ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადაცემა 7 სექტებერს მოხდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ დაგვიდასტურა.

„მოგვარდა სამი მთავრობის პრობლემა რაც აქამდე არ მომხდარა. მთავრობის განკარგულებით, ბოტანიკური ბაღი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა ყოველგვარი გასხვისების უფლების გარეშე”, – აღნიშნა გოგოხიამ.

ჩვენი ინფორმაციით, თვის ბოლომდე მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერს გამოაცხადებს. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება.

პროექტის მიხედვით, ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. მათ შორის, ძველ სახეს დაიბრუნებს ბაღში მდებარე ისტორიული ტბა, ასევე დაგეგმილია ღია კაფეების და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი