აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, 2 დღე, მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირება შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-ჭითაწყარის I და II სასაფლაოების მიმართულებით.
II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-მაცხოვრისკარის სასაფლაოს მიმართულებით.
II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით.
II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს სასაფლაოს მიმართულებით.
II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-ქაფათის სასაფლაო, ცენტრალური ავტოსადგურის გავლით.
ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან-ჭითაწყარის I და II სასაფლაოების მიმართულებით.
ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან-საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს სასაფლაოს მიმართულებით.
ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან-მაცხოვრისკარის სასაფლაოს მიმართულებით.
ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან-ქაფათის სასაფლაოს მიმართულებით.
ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-ჭითაწყარის I და II სასაფლაოების მიმართულებით.
ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-საჯვაროსა და ყოფილი სანგუროს სასაფლაოები, პუშკინის ქუჩის გავლით.
ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-მაცხოვრისკარის სასაფლაოს მიმართულებით.
ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით.
ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.
ენგურქაღალდკომბინატის ცენტრიდან-რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით.
ენგურქაღალდკომბინატის ცენტრიდან-ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.