ზუგდიდის გამგებელმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სიმბოლური გასაღებები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა გოგიამ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც გამგეობა სახლებს უშენებს, სიმბოლური გასაღებები გადასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. ახალ წელს ახალ სახლებში 27 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეხვდება. გასულ წლებში სახლები უკვე გადაეცა 41 ოჯახს. სახლების მშენებლობის პროექტს ზუგდიდის გამგეობა მესამე წელია ახორციელებს.

დღეს, გამგებელმა საზოგადოებას, 9 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ლაშა გოგიამ საზოგადოებას განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგებელმა ასევე წარადგინა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროგრამები.

იგივე თემაზე იხილეთ: http://newsportal.ge/zugdidis-municipalitetis-gamgebelma-9-tvis-mushaobis-angarishi-waradgina/

კომენტარები

დატოვე კომენტარი