ზუგდიდის გამგეობა წარჩინებული სტუდენტების უცხოეთში სწავლას დააფინანსებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა გოგიამ, 9 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ლაშა გოგიამ ანგარიშის წარდგენისას, შეკრებილ საზოგადოებას,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი პროექტი გააცნო.

პროექტი ითვალისწინებს,  ნიჭიერი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლების დაფინანსებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად წარჩინებულ 3 სტუდენტს დააფინანსებს და ვალდებულებად  ჩაუდებს, მიღებული განათლება მუნიციპალიტეტში გამოიყენონ.

იგივე თემაზე:

http://newsportal.ge/zugdidis-gamgebelma-socialurad-saucvel-ojaxebs-simboluri-gasagebebi-gadasca/

http://newsportal.ge/zugdidis-municipalitetis-gamgebelma-9-tvis-mushaobis-angarishi-waradgina/

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი