ზუგდიდის გამგეობასა და საკრებულოში საკადრო ცვლილებებია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საკადრო ცვლილებებია. ზუგდიდის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოსტზე მაგდალინა თოდუამ მაია ღურწკაია ჩაანაცვლა.

აქამდე მაგდალინა თოდუა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელმძღვანელობდა, სადაც ის მერი შენგელაიამ ჩაანაცვლა.

ზუგდიდის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურ მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც გამგეობის საატესტაციო კომისიის გადაწყევტილებით დაკავებული თანამდებობიდან მაია ღურწკაია გაათავისუფლეს. ღურწკაია გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი