ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულები თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის მაია ღურწკაიას და კულტურის განყოფილების ყოფილი უფროსის ქეთო ტაბაღუას გათავისუფლების საქმის განხილვა დაიწყო, რომელთა ინტერესებსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავს. მოსარჩელე მხარე ღურწკაიას და ტაბაღუას აღდგენას და ამ თანამდებობეზე დანიშნული პირების გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც მოსარჩელეები აცხადებენ, ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

“თავის დროზე ყოფილი გამგებელიც მემუქრებოდა, რომ გამიშვებდა სამსახურიდან, რადგან არ გადავედიო მმართველ გუნდში და დრემდე “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვარ. ის ადამიანები მებრძვიან, ვინც რუდუნებით მოვიყვანე ხელისუფლებაში”, – აცხადებს მაია ღურწკაია.

ქეთო ტაბაღუა კი ამბობს, რომ არჩევნებში არააქტიურობის მიზეზით გაათავისუფლეს.

სასამართლოზე მორიგების საკითხმაც გაიჟღერა, რაზეც მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა

კომენტარები

დატოვე კომენტარი