ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 135 ნიმუშის პასუხიდან 96 კოვიდზე უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 135 პაციენტის შედეგებს ელოდებოდნენ, 96 აღებული ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

გამოკვლეულთა შორის იყო 80 მედიკოსი წალენჯიხის და ზუგდიდის 112-ის ფილიალებიდან, ასევე აფხაზეთიდან დევნილთა პოლიკლინიკიდან.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა, რაც PCR ტესტირება დაიწყო. ამ დროისათვის სულ 300 პირია გამოკვლეული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი