ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 365 ნიმუშია გამოკვლეული. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
გამოკვლეულ პირებს შორის ცხელების ცენტრების პაციენტი იყო 12, მედპერსონალი – 200, მძღოლი- 30, შსს-ის თანამშრომელი – 101, კარანტინიდან – 21, თვითიზოლაციიდან – ერთი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავორუსის 1010 დადასტურებული შემთხვევაა.