ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება.

მისივე თქმით, აღდგომის დღეებში ზუგდიდში მასობრივ თავყრილობებს ადგილი არ ჰქონია.

„ზუგდიდში ვითარება სტაბილურია, მანქანების აკრძალვამ კარგი შედეგი გამოიღო, 2 დღეა პოლიცია თავდაცვის ძალებთან ერთად სასაფლაოებზე მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებს. ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდვას გაგებით მოეკიდა და ქალაქში მოქალაქეების გადაადგილება თითქმის არ შეიმჩნეოდა. მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მთელი ზუგდიდის მოსახლეობას მადლობას ვუხდი“, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

მისივე თქმით, ზუგდიდში კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა იყო და ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი