ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ექიმების გამოკვლევა დღეიდან იწყება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ექიმების გამოკვლევა დღეიდან იწყება. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ სხვადასხვა რისკჯგუფში შემავალი პირების კვლევა მოხდება.  

“ჯერჯერობით, კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა”, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.  

რაც შეეხება უკვე ჩატარებულ გამოკვლევებს, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID-19-ზე კვლევა გუშინ ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებში მოთავსებული, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი 13 პირის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა და ცამეტივე პასუხი Covid უარყოფითია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი