ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ერთი პირი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი მოათავსეს. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გაგზავნილია.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ გალის სოფელ საბერიოდანაა.

ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პირი გადის მკურნალობს. აქედან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რაც შეეხება ოჯახს, რომელიც ასევე საბერიოდან გუშინ გადმოიყვანეს, მათ სავარუდოდ დღეს გაწერენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი