ზუგდიდის მერი ანაკლია-განმუხურში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები და ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან, გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

სანაპირო ზოლზე დაირგა სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარე, რეაბილიტირდა შადრევანი, ანაკლიის ბულვარში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები და განმუხურის ბულვარში ფეხბურთის მოედანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი