ზუგდიდის მერი მოქალაქეებთან შეხვედრის ახალ ფორმატს იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოქალაქეებთან შეხვედრის ახალ ფორმატს იწყებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,  ინფორმაცია  მერიის ოფიცილური გვერდზე ვრცელდება, რომლის მიხედვით, მერი ყოველ სამშაბათს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე მოქალაქეებს მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდება.

,,მივიღე გადაწყვეტილება მოქალაქეებს მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შევხვდე, ვინაიდან ბევრი მოქალაქე სხვადასხვა პრობლემით მოდის ჩემთან და ყველა საკითხზე ზუსტი, კომპეტენტური პასუხი და რეაგირებაა საჭირო“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი