ზუგდიდის მერი წმინდა სინოდს წერილობით მიმართავს

ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, უახლოეს დღეებში წმინდა სინოდს წერილით მიმართავს, რომელშიც ღვთისმშობლის კვართთან დაკავშირებით მოსახლეობის პოზიცია იქნება ასახული.

ამის შესახებ მერმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ “Newsportal.ge”-ს განუცხადა.

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაცია კვართთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ყოველ წელს, მარიამობის მარხვის წინ მსგავსი აჟიოტაჟის ატეხვა. ზუგდიდელების პოზიცია ცალსახაა – კვართი არც ერთი დღით არ უნდა გავიდეს ზუგდიდან და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ წერილობით წმინდა სინოდს ამის თაობაზე”, – განაცხადა გოგოხიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი