ზუგდიდის მერია კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, კონკურსს აცხადებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ მიიღო. 

კონკურსი ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

  •  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეწვისა და გასტრონომიის სექტორის ხელშეწყობა.

მიმართულების  საკონკურსო ბიუჯეტი: 42 492 ლარი;

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

მიმართულების  საკონკურსო ბიუჯეტი: 42 492  ლარი;

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 28 დეკემბრიდან 2024 წლის 27 იანვრამდე მატერიალური სახით მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zugdidismeria@gmail.comელექტრონული დოკუმენტის სახით. 

დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

კონკურსის დებულება:https://shorturl.at/ejBUX

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/awBP0

დანართი N1 – განცხადების ფორმა:https://shorturl.at/opuV0

დანართი N2 – საპროექტო განაცხადი:https://shorturl.at/EQRT2

დანართი N3 – დაზუსტებული ინფორმაცია:https://shorturl.at/ryPRV

დანართი N4 – შესრულების ანგარიში:https://shorturl.at/hrsH1

კომენტარები

დატოვე კომენტარი