ზუგდიდის მერია მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას იწყებს: „ყველის შესანახი და დასავარგებელი სარდაფის მოწყობა“ და „ვიტრინა მაცივრის შეძენა“.
აღნიშნული პროგრამები არის შესაძლებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ცოდნის მიღება/ამაღლების და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური შემოსავლების მიღების, მათი სოციალურ/ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღების კრიტერიუმებია:- მერძეული მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება; – ევროპული ყველის სხვადასხვა სახეობების წარმოების გამოცდილება;- შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონა;- სრულყოფილი ჰიგიენურ/სანიტარული მდგომარეობა;- სათანადო ინვენტარი წარმოებისთვის; – საკუთრებაში არსებული ს/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 29 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოთ განაცხადი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 511 14 43 83