ზუგდიდის მერიამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ყოველწლიურად 1200 ლარიანი დახმარება გამოყო

ზუგდიდის მერიამ გაითვალისწინა “ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის” ინიციატივა ქალაქის ბიუჯეტში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კატეგორიის ცალკე ასახვისა და მათთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. ბუიუჯეტის განხილვის პროცესში მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნშნული ბენეფიციარებისთვის ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფნდნენ, თუმცა ზუგდიდის გენდერის მედციაცენტრმა განხილვების დროს მერიას და ქალაქის საკრებულოს მიმართა თხოვნით, რომ თანხა გაორმაგებულიყო, რაც გათვალისწინებულ იქნა.

შესაბამისად, 2017 წლიდან ქალაქ ზუგდიდიში მცხოვრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ ქალაქის მმართველობას, ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, რაც ჯამში ყოველწლიურად 1200 ლარს შეადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი