კომპანია „თაუნ პარკს“, რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ზუგდიდის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერიის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. როგორც საჯარო უწყებაში აცახდებენ, კომპანიამ პარკირების ინფრასტრუქტურა არ მოაწყო და გადასახადები დაგვიანებით შეჰქონდა.
,,თაუნ პარკთან“ დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა პრეტენზიები არაერთხელ დააფიქსირეს. ისინი თაუნ პარკის მიერ ტენდერის მოგებას კორუფციულ გარიგებად აფასებდნენ და მისი მფლობელების ლობირებაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანბაშაულებდნენ. თავის მხრივ მერიაში კი მაშინ არსებულ ბრალდებებს უარყოფდნენ. ,,თაუნ პარკსა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ხელშეკრულება 2017 წლის სექტემბერში გაფორმდა.