2019 წლის სექტემბრიდან მერია 38-ით ნაკლები თანამშრომლითა და ახალი სტრუქტურით იმუშავებს.
მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი ამანათიძის თქმით, რეორგანიზაციის მთავარი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული სტრუქტურის შექმნაა. ამჟამად მერიაში 335 ადამიანი მუშაობს, აქედან 13 შტატგარეშე თანამშრომელია.
მისივე თქმით, შტატების შემცირებისას მთავარი კრიტერიუმი სამუშაოს აღწერილობა და ამა თუ იმ თანამშრომლის დატვირთვის მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება სამსახურებსა და განყოფილებებს, ამანათიძის ინფორმაციით, შესყიდვებისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურები, ასევე, განყოფილებების უმრავლესობა ერთიანდება.