ზუგდიდის მერიას და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვთ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით ყველაზე მაღალ სტანდარტს ერთნაირად აკმაყოფილებენ.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) კვლევის შედეგების მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომლის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვთ.

ანგარიშის თანახმად მერიისგან გამოთხოვილ იქნა 19, ხოლო საკრებულოსგან – 15 საჯარო ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაცული იყო კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გაცემის 10 დღიანი ვადა და გაცემული ინფორმაცია შეფასდა როგორც სრულყოფილი.

2018 წლის ანგარიშის თანახმად კვლევა 128 საჯარო დაწესებულებაში (მერია და საკრებულო) ჩატარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი