სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 14 ე.წ. ზუგდიდის კლასტერს განეკუთვნება, ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, 2 კი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეა.
ამასთან, ინფიცირებულებს შორის სამი ზუგდიდის მერიის თანამშრომელია. ყველა მათგანი გუშინდელი ორი ახალი შემთხვევის, 72 წლის ქალის და 50 წლის მამაკაცის კონტაქტებია.
ზუგდიდის მერიის ინფიცირებული თანამშრომლები გადაყვანილი არიან რუხის კლინიკაში.