ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისა და ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა გაეცნენ. ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყობა სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი.
პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 252 581 ლარია. გიგა ფარულავამ და კონსტანტინე კაკავამ კომბინატში, თამარ მეფის ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს.
თამარ მეფის ქუჩასთან ერთად მოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის, გამსახურდიას, სოხუმის და ქირიას ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.
სამუშაოების ღირებულება 1,3 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს ასფალტის დაგებას, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას, გაზონების მოწყობასა და შემოღობვას.