ზუგდიდის მერის მოვალეობას ხვალიდან მაიზერ ნანავა შეასრულებს

ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას მერის მოადგილე მაიზერ ნანავა შეასრულებს.

ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს დაწერა. კანონის თანახმად, მერს უფლებამოსილება განცხადების დარეგისტრირებიდან მეორე დღეს უწყდება, შესაბამისად, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა ხვალიდან გახდება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას წინააღმდეგ ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამარტლის საქმე აღიძრა, თუმცა ყოფილი მერი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და ამას დაამტკიცებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი