ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.
9 ჰექტარზე გაშენებულ კიტრისა და პომიდვრის სათბურებში 2500-3000 ტონამდე მოსავალი მოდის, რომლის 90% უცხოეთში ექსპორტზე გადის, ბრენდით “გენაცვალე”.
ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასათბურე მეურნეობას, “STIMOR Associates”(სტიმორ ასოსიატეს) წარმომადგენლობა საქართველოში” ხელმძღვანელობს. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩვენს რეგიონში. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს მსგავს კომპანიებს, რომ გაიზარდოს დასაქმებული ადგილობრივების რაოდენობა და ბიზნესმაც შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.